„ნუ მოკლავ მღვდელს!“ - დეკანოზ მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 14:09
„ნუ მოკლავ მღვდელს!“ - დეკანოზ მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საქართველოს საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოუწოდა პატრიარქს, მსჯავრდებულის შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს:

"ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. რადგან ჩემი ძმა არის სასულიერო პირი, მათი მღვდელია, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პატრიარქს, შეასრულოს თავის თავზე დაკისრებული მდგომარეობა მწყემსი კეთილის და მიმართოს პრეზიდენტს", — განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

წყარო: on.ge

ტეგები