სალომე ზურაბიშვილი - ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 19:02
სალომე ზურაბიშვილი - ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია.

სალომე ზურაბიშვილმა ლევილის სასაფალოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტს ლევიში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.

,,ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.

ტეგები