სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 19:28
სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობა გაუარესდა. ამის შესახებ დაზვერვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Sunday Times-ი წერს.

მედიის ცნობით, სკრიპალი სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიკოსები ეჭვობენ, რომ 67 წლის რუსი ქიმიური თავდასხმის შედეგებისგან საბოლოოდ ვერ განიკურნება.

სერგეი სკრიპალი თავისი შვილისგან განსხვავებით საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" გასული წლის 4 მარტს მოწამლეს. ამ ფაქტს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

2018 წლის 5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

14 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი მესამე პირის სავარაუდო ვინაობა გაირკვა.

ტეგები