„ნამდვილი ლიდერი გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს“ - მამუკა ხაზარაძე
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 20:19
„ნამდვილი ლიდერი გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს“ - მამუკა ხაზარაძე

ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს,- ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ლიდერი სჭირდება ყველას, მაგრამ ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს. თუ ხარ ლიდერი, შინაგანად უნდა ეძებო შენზე ძლიერი ადამიანი, ანუ შენ არ გეშინია სწავლის, არ გეშინია, რომ შენზე ძლიერი ადამიანი დაგჩაგრავს თავისი ცოდნით. შენ თუ ამ ნაბიჯს დგამ, რომ შენს გვერდით გინდა იმუშაოს ასეთმა ცნობილმა ადამიანმა და ის დაგეთანხმება, რომ შენს გუნდში შემოვიდეს, ე.ი. შენში უკვე რაღაც არის. ანუ შენ შეგიძლია მისი დარწმუნება, მაგრამ გაქვს ძალიან ცოტა დრო,მაგიდასთან რომ დაჯდები თუნდაც მის დონემდე კითხვა-პასუხი იცოდე.

ვფიქრობ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება და ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ლიდერებს ეშინიათ ნიჭიერი და ძლიერი ადამიანების შემოკრება”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ტეგები