26 მაისის ქუჩა, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 10:47
26 მაისის ქუჩა, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულში, 26 მაისის ქუჩა, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა. არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.