სოლსბერიში რუსეთის დროშა ტაძრის ხარაჩოებზე გამოფინეს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 12:18
სოლსბერიში რუსეთის დროშა ტაძრის ხარაჩოებზე გამოფინეს

ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე უცნობმა პირებმა რუსეთის დროშა გადმოფინეს. 

პოლიციამ ფაქტის გამოძიება დაიწყო და ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს.

ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლას პაპადოპულოსმა აღნიშნულ შემთხვევას სულელური საქციელი უწოდა.დროშა ერთ საათზე ნაკლები დროით იყო გამოფენილი.

დიდი ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ კი მომხდარს კარგად მომზადებული პროვოკაცია უწოდა. მათი თქმით, ეს ქმედება ემსახურება იმას, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ იქნეს ასოციორებული სოლსბერში მომხდარ ტრაგედიასთან.