თურქეთის მცხოვრებლებმა ამო დააფიქსირეს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 12:22
თურქეთის მცხოვრებლებმა ამო დააფიქსირეს

გუშინ,  23:00 საათზე თურქეთის ქალაქ კასთამონუს მცხოვრებლებმა ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) შენიშნეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებს ობიექტი თავიდან თანამგზავრი ეგონათ, თუმცა რამდენიმე წუთში “გაარკვიეს”, რომ ამო იყო.

ბურთი ძალიან ნათელი იყო და მის გარშემო იყო მკვეთრად მანათობელი აურა.