"faceboock არის უმართავი კოშმარი, რომელიც ზიანს აყენებს დემოკრატიას"
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 13:12
"faceboock არის უმართავი კოშმარი, რომელიც ზიანს აყენებს დემოკრატიას"

ბრიტანეთში შეიძლება ინტერნეტის რეგულაცია დააკანონონ. პარლამენტის ქვედა პალატის განცხადებით, სიტუაცია მოსაწესრიგებელია და რადიკალური ზომებია მისაღები ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელების წინაღმდეგ. Financial Times- ი წერს რომ დეპუტატების მოთხოვნაა ინტერნეტის რეგულაციები ბრიტანეთის კანონმდებლობასთან და მედია რეგულატორ Ofcom- თან შესაბამისობაში მოვიდეს.

მომზადებული კანონპროექტის თანხმად ინტერნეტიდან უნდა ამოიღონ დეზინფორმაციული და "საშიში" კონტენტი. 

18 თვიანი გამოძიების შედეგად საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, რომ facebook-მა შეგნებულად დაარღვია ბრიტანული კანონმდებლობა პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ და თავისი საქმიანობით დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ტრადიციულად ლიბერალურმა Guardian-მაც მხარი დაუჭირა კანონის გამკაცრებას და დაწერა რომ faceboock არის უმართავი კოშმარი, რომელიც ზიანს აყენებს დემოკრატიას. გავლენიანი გამოცემის განცხადებით facebook არის ციფრული განგსტერი რომელიც თავს კანონზე მაღლა აყენებს.

Daily Telegraph-ი აქვეყნებს კულტურის მინისტრის ჯერემი რაიტის ინტერვიუს, სადაც ის აცხადებს რომ, როგორც ნებისმიერი სხვა ინდუსტრია, სოცქსელებიც ინდუსტირაა და თვითრეგულაციის ნაცვლად ქვეყანაში არსებული კანონები უნდა არეგულირებდნენ ამ მიმართულებასაც. ამ ინდუსტრიას არა ამრტო უფლებები არამედ ვალდებულებებიც გააჩნია რომლის სათავეში უნდა იყოს მომხმარებლის ინტრესები. რაც ამჟამად ასე არ არის.

პარლამენტის და მინისტრის განცხადებით, უნდა დაეკისროთ ვალდებულება დიდ ონლაინპლათფორმებს რომ უხარისხო ან ცრუ ინფორმაცია არ მიაწოდონ მომხმარებელს.