ილია ნაკაშიძე საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 16:51
ილია ნაკაშიძე საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელის“ წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატებთან -ფატი ხალვაშთან და ლევან ბეჟანიძესთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„პროექტის მიზანია ბათუმში, ხუთსართულიანი კორპუსის „სიკეთის სახლის“ აშენება, სადაც აჭარაში მცხოვრები უსახლკარო ოცამდე ის ოჯახი დასახლდება ვისაც ერთი წევრი მაინც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. აქ ასევე იქნება უფასო ამბულატორია, სარეაბილიტაციო ცენტრები და სახელოსნოები ბენეფიციარების დასასაქმებლად. გარდა იმისა, რომ  შ.შ.მ პირებს საცხოვრისის პრობლემები გადაუწყდებათ, ასევე, მნიშვნელოვანია რომ ისინი სახელოსნოებში დაეუფლებიან პროფესიას, რის შედეგადაც პერსპექტივაშიც დაცულები იქნებიან“,  - განაცხადა შეხვედრის დასრულებით შემდეგ ილია ნაკაშიძემ.

ბენეფიციართა შერჩევა ხდება აჭარის ა/რ სოციალური მომსახურების ბაზიდან ერთიანი კომისიური წესით. პროექტი მოიცავს შერჩეული ბენეფიციარების არა მარტო საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ მათთვის სარეაბილიტაციო სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, შემდგომში მათი საზოგადოებაში ინტეგრირების და რეაბილიტაციის მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელის“ მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.