საჯარო რეესტრმა შეყვარებულების აღმრიცხავი ცენტრი დაარეგისტრირა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 17:51
საჯარო რეესტრმა შეყვარებულების აღმრიცხავი ცენტრი დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს.

ცენტრის სახელწოდებაა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი".

დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.

"ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან. დახმარების ოდენობა იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება. ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის", - ამბობს ემზარ კვიციანი.