"მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება" - მამუკა ხაზარაძე
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 18:25
"მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის მზად არის სამართლებირივი ბრძოლა გააგრძელოს და ყველა სადაო დოკუმენტი საჯარო გახადოს.

„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს.

"TBC ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ გარემოებაზე.

ვუარყოფ ასეთი ფაქტის არსებობას, ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადჰყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირიც კი არ აქვს. მზად ვართ იურიდიული დასკვნა და ასევე 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა  დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს.

ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეული იქნას, თქვენ მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.