ახალგაზრდა ქალი თავისი შვილების მამაზე 9 თვე ფიზიკურად ძალადობდა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 20:37
ახალგაზრდა ქალი თავისი შვილების მამაზე 9 თვე ფიზიკურად ძალადობდა

ალექს სკილი 22 წლის ბრიტანელი მამაკაცია, რომელზეც მისი სასიყვარულო პარტნიორი 9 თვის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა და მას უფლებებს უზღუდავდა. ამ ისტორიის შესახებ, ვრცელი სტატია BBC-მ მოამზადა.

როგორც დაზარალებული იხსენებს, თავისი შეყვარებული სახელად ჯორდან უორთი კოლეჯში გაიცნო. თავდაპირველად წყვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა თანდათანობით, ჯორდანმა ალექსის შევიწროება დაიწყო. 18 თვის განმავლობაში ახალგაზრდა ქალს თავისი პარტნიორი ფსიქოლოგიურ ტერორიში ჰყავდა. ჯორდანმა ალექსს აუკრძალა მშობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა; უკონტროლებდა „ფეისბუქს“ და სხვა სოციალურ ქსელებს, თავად ურჩევდა ტანსაცმელს. დროთა განმავლობაში კი ჯორდანი ალექსს საკვებსაც აღარ აჭმევდა, რის გამოც 22 წლის მამაკაცმა წონაში 31კგ დაიკლო.

„ჩვენ ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს. ამიტომ, ვიმედოვნებდი რომ მისი ქცევები შეიცვლებოდა. ყველაზე მეტად კი იმის მეშინოდა, რომ თუ მისგან წავიდოდი, ის ბავშვებზე დაიწყებდა ძალადობას. ამიტომაც, დარჩენა გადავწყვიტე“,- ამბობს ალექს სქილი.

ფსიქოლოგიური ზეწოლა 18 თვის შემდეგ ფიზიკურშიც გადაიზარდა.

„ძილის წინ, თავთან შუშის ბოთლს იდგამდა, ელოდებოდა როდის დავიძინებდი და შემდეგ თავში მირტყამდა,“- იხსენებს დაზარალებული.

ალექსის განცხადებით, ყველაზე მწარედ ის ფაქტი ახსენდება, როდესაც თავისმა შეყვარებულმა მას მდუღარე წყალი გადაასხა. შედეგად, 22 წლის მამაკაცმა სხულის სერიოზული დაზიანება მიიღო. ჯორდანი წამებისთვის ისეთ მეთოდებსაც იყენებდა, როგორიც მავთულით დახრჩობაა.

მალე ახალგაზრდა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებაც დაიწყო და დანის მეშვეობით თავისი შვილების მამას სხეულს უსერავდა.

ალექსი თქმით, იგი შიშობდა რომ მას და მის შვილებს სიკვდილი ემუქრებოდათ, ამიტომ ჯორდანს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.

 

იხილეთ სრულად