ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2019 22:21
ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში.

მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.