საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას დღეს შეხვდება
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 10:11
საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას დღეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება. შეხვედრა ელისეს სასახლეში თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს 17 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.

ტეგები