"გაჩუქებთ დამბრუნებელს და ზემოდან მაგდენივეს დავამატებ" - იუნა შაფათავა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 12:26
"გაჩუქებთ დამბრუნებელს და ზემოდან მაგდენივეს დავამატებ" - იუნა შაფათავა

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისმა დამ თბილისში საფულე დაკარგა. 

"დაიკარგა დეას საფულე. ჩემმა ტყუპისცალმა დეამ დაკარგა თბილისში.
უდევს საკრედიტო ბარათები - ходовой არა, დიდი არაფერი, ვერ გამოიყენებთ, დაბლოკა. ბარათებს აწერია
მედეა შაფათავა.
საფულეში დეას თილისმებია მნიშვნელოვანი და სამახსოვრო სამაჯური.
თავისი და მაშას- ჩემი დისშვილის დაზღვევის ბარათებია.
შიგნით ფულად იდო 150 ლარი, გაჩუქებთ დამბრუნებელს და ზემოდან მაგდენივეს დავამატებ.
თვითონ საფულე Hugo Boss,მწვანე წითელი ლურჯით.
შეგიძლიათ მიხვიდეთ ქართუ ბანკში დატოვოთ ან დეა მოგაკითხავთ სადაც იქნებით.
არ მოგერიდოთ, თუ იპოვეთ და ფული გჭირდებათ,ბუნებრივია ჯილდო დაბრუნებისთვის.
მჯერა კარგი ადამიანების.
დიდი მადლობა წინასწარ", - წერს სოცქსელში იუნა შაფათავა.

ტეგები