ჩინეთში ზოოპარკი დამთვალიერებლებს გალიებში სვამს, ცხოველებს კი ათავისუფლებს
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 12:47
ჩინეთში ზოოპარკი დამთვალიერებლებს გალიებში სვამს, ცხოველებს კი ათავისუფლებს

ჩინეთში არსებული ერთ-ერთი ზოოპარკი, დამთვალიერებლებს ზოოპარკის ტერიტორიაზე გალიებითა და სხვადასხვა ტრანსპორტით ატარებს, ამ დროს კი ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან.

"ლეჰე ლედუ"-ს ველური ბუნების ზოოპარკში, უმეტესად კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და დათვები ბინადრობენ. დამთვალიერებლების გალიაში ჩასმით და ისე გადაადგილებით, ზოოპარკი ხალხს საშუალებას აძლევს ახლოდან გაიცნონ ცხოველები.

"გვსურდა, დამთვალიერებლებს ჰქონოდათ იმის მღელვარება, რომ ლომი თავს დაესხმებოდათ ან შეუტევდათ. ცხადია, ეს რეალურ რისკებზე არ არის დაფუძნებული", - თქვა ზოოპარკის წარმომადგენელმა.
დამთვალიერებლებისთვის განკუთვნილ გალიებსა და ტრანსპორტზე გარედან ხორცის ნაჭრები კიდია, რაც მტაცებლების ინტერესს ბევრად ზრდის ზოოპარკში გადასაადგილებელი საშუალებების მიმართ.

ზოოპარკი 2015 წელს გაიხსნა და პირველი სამი თვის ბილეთები გახსნისთანავე გაიყიდა.

წყარო: tabula.ge

ტეგები