უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო - საქსტატი
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 13:59
უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო  - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 

"უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით", - აცხადებენ უწყებაში.


მათივე ცნობით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2018 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია ორივე სქესის მოსახლეობაში. კერძოდ, კაცებში 1,1%-ით შემცირდა და 13,9% შეადგინა, ხოლო ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი - 1,5% -ით და 11,2%-ის ფარგლებშია.

 

ტეგები