ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთა გადამზადება იწყება
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 14:08
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა  სამინისტროში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში,  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით,  გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს
დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო  თანამშრომლობით შემუშავდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა  სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.

შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა  სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე  ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების  ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.

დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს  ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა  ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

ტეგები