ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 14:31
ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებები გააკეთეს.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს დაიწყო.

ტეგები