ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 16:43
ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს

კრწანისის რაიონის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დასასვენებელი სივრცე 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.

რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება საბაღე სკამები და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე ინვენტარითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელს სამი ინოვაციური სკვერი მოვაწყვეთ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. მიმდინარე წელს კრწანისის ტერიტორიაზე არაერთი
სკვერის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

გასულ წელს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა. აქედან სამ მისამართზე - ზემო ფონიჭალაში, გრიშაშვილის ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტებითაღჭურვილი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

ტეგები