სტიქია შიდა ქართლში - ძლიემა ქარმა სხვადასხვა ობიექტები დააზიანა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 17:11
სტიქია შიდა ქართლში - ძლიემა ქარმა სხვადასხვა ობიექტები დააზიანა

ძლიერმა ქარმა, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ობიექტი დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გორში, სასტუმრო „ქართლის“ შენობას და სოფელ შავშვებში, კერძო მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ დაკეტილ შენობას სახურავი გადახადა. რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, ქვემო გომში დამხმარე ნაგებობაა დაზიანებული, ხოლო ლამისყანაში - საცხოვრებელი სახლის სახურავი.

რეგიონში, ძლიერი ქარით გამოწვეულ შედეგებს პირადად ადევნებს თვალ-ყურს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი.

„შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, მერიების ყველა შესაბამის სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. რეგიონში ძლიერი ქარისგან გამოწვეული შედეგების შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. ამასთანავე, საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟების დახმარებით, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებსაც იქ, სადაც ამის საჭიროება გვაქვს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებული ობიექტების აღდგენით სამუშაოებს
დაუყოვნებლივ დაიწყებს. ამ პროცესში ინტენსიურად ჩაერთვება შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატიც იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია“, - განაცხადა შიდა ქართლის
რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა.

ტეგები