ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 17:16
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება.

მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

87 ხე
62 შენობის სახურავი
32 ავტომანქანა
ბუნებრივი აირის 8 მილი
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი
4 სარეკლამო ბილბორდი

ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.

ტეგები