ხულოში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 17:34
ხულოში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად 70 კვ. მ ფართი განადგურდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი არ გავრცელდა მეჩეთზე.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

ტეგები