საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 19:07
საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

ქართული მხარის ინიციატივაა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეოობის ნუსხაში შეიტანოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი.
ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკომ შექმნას მეორე კატეორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსც იუნესკო კურირებს.

ტეგები