სამტრედიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2019 19:22
სამტრედიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ერთ-ერთ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

აფეთქების დროს სახლში მხოლოდ 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის დამწვრობითა და სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა ერთი კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და „სოკარ გაზის“ სამტრედიის წარმომადგენლობა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ტეგები