ფეისბუქმა სამი რუსული გვერდი დაბლოკა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 10:09

Facebook-მა სამი არხი: Soapbox-ი, Back Then-ი და Waste-Ed-ი დაბლოკა. ფეისბუქგვერდები CNN-ის რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დაიბლოკა, რეპორტაჟის თანახმად კრემლი ამ არხებზე პროპაგანდისტული ვიდეობის გადაღებას აფინანსებს.

CNN-ის თანახმად, დაბლოკილი გვერდები გერმანულ კომპანია Maffick Media-ს ეკუთვნის, კომპანიის 51%-ის მფლობელი რუსული არხი RT-ია, ამ უკანასკნელს კი კრემლის პროპაგანდისტული მედიაჰოლდი Russia Today ფლობს.

ტეგები