ლედი გაგა საქმროს დაშორდა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 12:53
ლედი გაგა საქმროს დაშორდა

მომღერალი ლედი გაგა საქმროს დაშორდა. ის ცოლად ტალანტების მაძიებელ აგენტ 48 წლის კრისტიან კარინოს მიჰყვებოდა. ამის შესახებ People წერს.
 

დაშორების ოფიციალურ მიზეზად წყვილის განსხვავებული ხასიათი სახელდება. წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, კარინო ლედი გაგას აგენტი გახლდათ. უცნობია, გაგრძელდება თუ არა მათი თანამშრომლობა მომავალში.
 

სოციალურ ქსელში გულშემატკივრების ნაწილი კი იმედოვნებს, რომ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის რომანის შესახებ ჭორები გამართლდება.

ტეგები