რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 13:37
რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

21 თებერვალს 18:30 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
 

20:30 ზე კი კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
 

რეზო ესაძე მონაწილეობდა122 ფილმში და გადაღებული აქვს 11 ფილმი.
 

ტეგები