კობა ლურსმანაშვილი - „ბიუჯეტის ნამდვილად კარგი ათვისებაა“
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 14:01
კობა ლურსმანაშვილი - „ბიუჯეტის ნამდვილად კარგი ათვისებაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, საბოლოოდ ბიუჯეტი 92% შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ათვისებაა.

წელს სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა. რა იყო წინა წლის ბიუჯეტის ათვისებაში სირთულეების მიზეზი და როგორ აპირებთ კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტის ათვისებას? ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე სახის დაბრკოლებებს წელსაც?”, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.

ტეგები