თამარ ხულორდავა მაია ცქიტიშვილს: დიდი მადლობა მოხსენებისთვის, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 16:37
თამარ ხულორდავა მაია ცქიტიშვილს: დიდი მადლობა მოხსენებისთვის, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა შეაფასა.



ხულორდავას შეფასებით, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. დეპუტატმა მინისტრს შეკითხვაც დაუსვა:

"მემინდა შევეხო იმ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა წელს, წლის დასაწყისში, 15 იანვარს.

ეს იყო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ სამოქმედო გეგმა, საინვესტიციო გეგმა. ამ გეგმითგათვალისწინებულია საკმაოდ მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. საქართველოსთვის.კერძოდ, გათვალისწინებულია 3, 4 მილიარდი ევროს ღირებულების თანხების მობილიზება. ეს არის თანხები,რომლის მოზიდვაც უნდა მოხდეს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისგან, მათ შორის და 18 პროექტია,როგორც ვიცით, უკვე იდენტიფიცირებული ამ პროგრამაში.

საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ამ პროგრამის უკვე განხორციელება. ორი თემაა აქ მნიშვნელოვანი. ერთს თვითონ ევროკომისია აყენებს-ეს არის ქვეყნის მზაობა და უნარი, რომ აითვისოს თანხები და იყოს ჩართული, რამდენად ვაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს, როგორ მიდის უკვე დაგეგმილი და დაწყებული პროექტების რეალიზაცია და მეორე მხრივ, თანხების მოძიებისპროცესი როგორ მიმდინარეობს ამ საერთაშორისო, საფინანსო ინსტიტუტებიდან.

ამის გარდა, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ეს არის თვითმმართველობის საკითხი. თქვენ ეს გამოყავით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ამით დაიწყეთ საუბარი. ადგილებზე, კადრების არსებობა და კვალიფიციურიკადრების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, იმისთვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესსხელი შეეწყოს. ამისთვის რა კეთდება, რა პროგრამებს ახორციელებს სამინისტრო და როგორ მონაწილეობენ ამპროგრამებში, თუკი მონაწილეობენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ასევე, კერძო სექტორთან,სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილებზე, მათ შორის, რა ურთიერთობა გვაქვს",-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ტეგები