შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 16:51
შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები