ქართული ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 17:08
ქართული ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში მოღვაწე ანა ჭეიშვილი ავრცელებს.
 

მისი თქმით, ამ პროექტზე საფრანგეთში ქართული დიასპორა ასოციაცია île du Monde-სთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. როგორც "ქუთაისი პოსტი" წერს, ასოციაციამ პროექტი ორჯერ წარადგინა საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროში. ამჯერად კი სამინისტროში წარსადგენად სპეციალური ფილმიც შექმნეს.
 

"ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ანა ჭეიშვილი.

ტეგები