მარიამ ჯაში სამგორის რაიონში სოციალური ბინათმშენებლობის ახალ ინიციატივაზე თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 17:15
მარიამ ჯაში სამგორის რაიონში სოციალური ბინათმშენებლობის ახალ ინიციატივაზე თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მსჯელობის დროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართა თხოვნით, რომ დაიწყონ მუშაობა სამგორის რაიონში საპილოტე სოციალური ბინათმშენებლობის პროექტზე.
„დღეს მე მოგმართავთ, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგეხსენებათ, რომ სამგორის საარჩევნო ოლქი უმნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების წინაშე დგას როგორც ინფრასტრუქტურული ისე ბინათუზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დავიწყოთ მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით - გაეროს, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მაგალითზე მოგვცემს საშუალებას, გრძელვადიანი შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით დავიწყოთ ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირება. პროექტი მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის და რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრის ბინით უზრუნველყოფის პრობლემას. ამასთანავე საპილოტე პროექტი იქნება უფრო ხარჯთეფექტური თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ქირით უზრუნველყოფის კომპინენტის სანაცვლოდ“.

ტეგები