ზვიად კუპრავას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 17:46
ზვიად კუპრავას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

“შსს-მ და პროკურატურამ იზრუნა ჩემზე და დამინიშნა სახაზინო ადვოკატი, ქალბატონი ანა შიშნიაშვილი. უახლოეს დროში გავიგებ ჩემი პოლიტიკური ბრალდების შინაარს,”- აცხადებს ზვიად კუპრავა.

შეგახსენებთ, დღეს ზვიად კუპრავა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. გამოძიება მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტს ედავება, რასაც თავად კუპრავა კატეგორიულად უარყოფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კუპრავა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას არ აპირებს. მისი განცხადებით იგი “პოლიტიკურ დაკითხვაში” მონაწილეობას არ მიიღებს.

ტეგები