სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 18:03
სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

სესიის მთავარ განსახილველ საკითხებს ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტები, ადამიანის უფლებები და ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები წარმოადგენს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე ვითარებაზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

სოფიო ქაცარავა და არჩილ თალაკვაძე ისაუბრებენ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში და გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს.

 

ტეგები