ილია მეორემ უკრაინაში მოქმედი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღო
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 18:57
ილია მეორემ უკრაინაში მოქმედი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღო

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და შეხვედრის მიზანი ქართული ეკლესიისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პოზიციის გაცნობა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაში წერია, შეხვედრაზე ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძარსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.

"მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს", - წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ტეგები