სიცილიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 20:14
სიცილიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი ეტნა გააქტიურდა.

ფერფლის ღრუბლის გამო ადგილობრივმა აეროპორტმა ავიარეისების ნაწილი გააუქმა.

ვულკანმა ეტნამ ფერფლის ღრუბელი გასული წლის 24 დეკემბერსაც ამოაფრქვია, რის გამოც საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაიხურა.

ტეგები