ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 21:22
ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი მკაცრდება. ამჟამად მოქმედი კანონით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციული წესით 100-დან 500-ს ლარამდე ჯარიმით განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების მიხედვით ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ინიციატივა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკუთვნის.

ტეგები