პარამკლავჭიდელთა დარბაზის გაქურდვაში სოსო ჯაჭვლიანს ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 22:17
პარამკლავჭიდელთა დარბაზის გაქურდვაში სოსო ჯაჭვლიანს ადანაშაულებენ

დღეს პარამკლავჭიდელთა სავარჯიშო დარბაზი გაქურდეს. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ოფისის კარი გატეხილია და წაღებულია სპორტული ინვენტარი. ერეკლე გურჩიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს სდებს ბრალს და ამბობს, რომ მათ შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება, დღეს კი ჯაჭვლიანი დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი კი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე 5 თვეა არ ყოფილა.

ჯაჭვლიანი ასევე აცხადებს რომ გურჩიანი ცრუობს და ქურდობა არ მომხდარა. მისი განცხადებით, ის მწვრთნელებს ესაუბრა და გაარკვია, რომ ნივთები მხოლოდ ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანეს. 

ტეგები