ძმის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 44 წლის კაცი დააკავა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2019 22:46
ძმის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 44 წლის კაცი დააკავა

პოლიციამ თბილისში საკუთარი ძმის მკვლელობის ბრალდებით 44 წლის კაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას, რომელიც 47 წლის იყო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები