კარლ ლაგერფელდის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 00:32
კარლ ლაგერფელდის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ

კარლ ლაგერფელდმა ანდერძში დაწერა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ არ მოეწყოთ დაკრძალვის მდიდრული ცერემონია. ამიტომ, მისი ახლობლები უარს ამბობენ ასეთი ცერემონიის ჩატარებაზე. ინფორმაციას Agence France-Presse-ი ლაგერფელდის ბრენდის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიზაინერი ანდერძში კრემაციას, შემდეგ კი მისი ფერფლის დედისა და მისი 1989 წელს გარდაცვლილი პარტნიორის, ჟაკ დე ბაშერის ფერფლთან ერთად გაბნევას ითხოვს. მედიის ცნობით. ფერფლის მეორე ნახევარი ბაშერის ოჯახს გადაეცემა.

ცნობილი დიზაინერი 85 წლისა 19 თებერვალს გარდაიცვალა.

კარლ ლაგერფელდი 1933 წელს გერმანიაში, ჰამბურგში დაიბადა. 1950-იან წლებში საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1983 წელს, ლაგერფელდი Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.

დიზაინერს ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვირჯინია ვიარდი შეცვლის.

ტეგები