ლაგერფელდის კატა განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 16:28
ლაგერფელდის კატა განცხადებას ავრცელებს

კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატის, შუპეტის Twitter-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა.

„მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. ცივი და ახლა უკვე გატეხილი გულით ვგლოვობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ თქვენი კეთილი სიტყვები და სურვილები დამეხმაროს, რათა მამა კარლის გარეშე ვიცხოვრო და გავხდე დამოუკიდებელი ქალი“,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვლილი დიზაინერის 150-მილიონიანი ქონება მის საყვარელ კატას დარჩება.