ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 17:20
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6570 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6574 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0004-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0128 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0146 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0018-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4714 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4629 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0085-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4994 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5009 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0015-ით გამყარდა.