გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც დაახლოებით 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან - მამუკა მდინარაძე
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 18:51
გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც დაახლოებით 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან - მამუკა მდინარაძე

აქ გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც დაახლოებით 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან, - ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

"აქ გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც დაახლოებით 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან და თურმე დღეს შესაძლებლობა არ ეძლევათ სადღაც მონაწილეობა არ მიიღონ. ეს ერთი. მეორე, შემთხვევითია ის ამბავი? ან მართლა ვერ ერკვევა ვიღაცა რაღაცაში, ან შეგნებულად იტყუება. არ მიდის ერთი და იგივე საკითხზე, ქალბატონი თინა, რაც არ უნდა შემაწყვეტინოთ ადგილიდან, ნუ ატყუებთ ხალხს და ნუ ატყუებთ პარლამენტარებს. არავინ არ ტყუვდება. დღეს მიდის აქ მსჯელობა იმაზე, უვადოდ დაინიშნოს თუ არა მოსამაართლეები პირველ და სააპელაციო ინსტანციებში და ის შეხვედრა ეძღვნება აბსოლუტურად სხვა რამეს, კრიტერიუმებს, რომელიც შეეხება უზენასი სასამართლოს მოსამართლეებს. ერთი და იგივე საკითხზეაო მსჯელობაო. აქაც რაღაც პოპულიზმის უდიდესი გამოვლინებაა. არ შეიძლება ასე საუბარი. აქედან გამომდინარე, მოდით ახლა დავემორჩილოთ რეგლამენტს. გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა, ახლა რეგლამენტის დამორჩილება აღარ გვინდა და მოდით გადავდოთ კანონები და გავაგრძელოთ ჩვენთვიდ მუშაობა აქ. არასწორია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.