ზვიად კუპრავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 19:16
ზვიად კუპრავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ავრცელებს.
 
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
 
ინფორმაცია კუპრავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაპატიმრებას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" შტაბში ელის.