"ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა"
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 21:10
"ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სოფიო ქაცარავამ დადებითად შეაფასა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია კონფლიქტის პრევენციისკენ, მედიატორის როლის შესრულებასა და კონფლიქტურ რეგიონებში ზიანის შემცირებისაკენ, ასევე ფოკუსირებულია ადამიანის საჭიროებებზე. 

სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლობით 400,000 დევნილზე, რომლებიც იძულებით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონენში. აღნიშნა,რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველს რეგიონების ოკუპაცია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებაა. 

„ბევრი თქვენთაგანი ადგილზე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების კუთხით.ეს არა მხოლო საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხობისთვის„- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, რომელიც 21-22 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში იმართება, საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძრვანელი, სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ესწრებიან.