ლანჩხუთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2019 23:55
ლანჩხუთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.