არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 10:01
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. დღეს ტატუნაშვილის გასახსენებლად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს შავ სიას იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.

ტეგები