თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 10:14
თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

მაღაზიის გაქურდვა პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე, დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

ტეგები