ეკა ბესელია "ქართულ ოცნებას" ტოვებს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2019 12:04
ეკა ბესელია "ქართულ ოცნებას" ტოვებს

ეკა ბესელიამ მმართველი პარტია დატოვა. მისი თქმით, ის "ქართულ ოცნებას" ტოვებს, მაგრამ არ მიდის უმრავლესობიდან. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილებაა.

გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.

ტეგები